&
K R

და დდ დე დი დნ დო დრ დღ
დედ დეზ დემ დენ დეპ დეს დეტ

დეზაქტივაცია

(ინგლ. desactivation) - რადიოაქტიური დაბინძურების მოცილება საგნებიდან, ნაგებობებიდან და სხვა დეზინფექციის ერთ-ერთი სახეობა, ეს არის რადიოაქტიური ნივთიერებების მოცილება დაბინძურებული ტერიტორიიდან, შენობების, ნაგებობების, აღჭურ-ვილობის, ტანსაცმლის, პირადი დამცავი მოწყობილობების, წყლის, საკვების ზედაპირიდან. დეზაქტივაცია შეიძლება განხორციელდეს ორი გზით - მექანიკური და ფიზიკურ - ქიმიური, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს. ექანიკური მეთოდი გულისხმობს დაბინძურებული ზედაპირებიდან რადიოაქტიური ნივთიერებების მოცილებას ჯაგრისებითა და იმპროვიზირებული საშუალებებით წმენდით, გაბერტყვით, წყლის ნაკადით რეცხვით, შებერვით გადაცლას (მაგალითად, თვითმფრინავის ძრავების გამოყენებით). როგორც წესი, გამოიყენება აღჭურვილობის, მანქანების, ტანსაცმლის, პირადი დამცავი აღჭურვილობის დეკონტამინაციისთვის დაბინძურებული ადგილიდან გასვლისთანავე. თუმცა, მრავალი მასალის ზედაპირთან რადიოაქტიური ნივთიერებების მჭიდრო კონტაქტის და ზედაპირზე ღრმა შეღწევის გამო, დეკონტამინაციის მექანიკურმა მეთოდმა შეიძლება არ მისცეს სასურველი ეფექტი. ამიტომ მასთან ერთად გამოიყენება ფიზიკოქიმიური მეთოდი, რომელიც გულისხმობს სპეციალური პრეპარატების ხსნარების გამოყენებას, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ზედაპირიდან რადიოაქტიური ნივთიერებების მოცილების (გამორეცხვის) ეფექტურობას
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9