სტატისტიკური მონაცემების კომპლექსი მოსახლეობის რაოდენობის, სიმჭიდროვის, შედგენილობისა და მისი ცვალებადობის შესახებ. ბუნებრივი მოსახლეობის ძირითადი ინდიკატორები: შობადობის მაჩვენებელი (შმ), სიკვდილიანობის მაჩვენებელი (სმ), ბუნებრივი ზრდის მაჩვენებელი (შმ - სმ), ქორწინება (ქორწინებათა წლიური რაოდენობის შეფარდება, ერთეულად მიღებულ, მოსახლეობის საშუალო რიცხვთან), ბავშვთა (ჩვილების) სიკვდილიანობა (1 წლამდე ჩვილების გარდაცვლილთა რიცხვის შეფარდება მათ ცოცხლად დაბადებულთა რიცხვთან).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,