(ლათ. absorptio, absorbeo დან - შთანთქმა) - აირების და ორთქლის მოცულობითი შეწოვა თხევადი ან მყარი სხეულის მიერ (შთამნთქმელების) ხსნარის წარმოქმნით; სორბციის კერძო შემთხვევა. მყარი ან გამდნარი ლითონების მიერ აირების აბსორბციას მყარი ხსნარების ან ქიმიური ნაერთების წარმოქმნით ეწოდება ოკლუზია. განასხვავებენ ფიზიკურ აბსორბციას, როდესაც შთამნთქმელი ინერტული გარემოა გაზთან მიმართებაში და ქიმიურ აბსორბციას, როდესაც აბსორბციული კომპონენტი ქიმიურად ურთიერთქმედებს შთამნთქმელთან. რომელიმე ნივთიერების მთელი მასის – აბსორბენტის მიერ გაზიდან ან სითხიდან მეორე ნივთიერების შთანთქმა. ბუნებრივი მინერალები: – აბსორბენტები - ცეოლითები, მონტმორილონიტი (სმეკტიტი), ასბესტი და სხვა. აბსორბციის საპირისპირო პროცესი - დესორბცია.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.