(ინგლისური detergents - სარეცხი სინთეტიკური საშუალებები ) - სახვადასხვა მასალის ზედაპირული დაბინძურების წინააღნდეგ გამოსაყენებელი ქიმიური საშუალებები (საპნები, სარეცხი ფხვნილები და სხვა ზედაპირულად-აქტიური სინთეტიკური ნივთიერებები). მათ გარემოს ახასიათებთ ტუტე რეაქცია წყალბადის მაჩვენებელი Ph- ლათინური pondus Hydrogenii). აქტიური ფუძის სახით დეტერგენტების შედგენილობაში ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და სხვადასხვა დანამატები შედიან, მათ შორის: ტუტე და ნეიტრალური ელექტროლიტები, პეროქსიდი ნაერთები და ა.შ. ჩამდინარე წყლებთან ერთად წყლის ობიექტებში მოხვედრისას, დეტერგენტები იწვევენ წყლის აქაფებას, მისი ორგანოლეპტიკური თვისებების გაუარესებას, არღვევეს ჟანგბადის მეტაბოლიზმს, აქვს ტოქსიკური ეფექტი ფაუნაზე და აფერხებს ორგანული ნივთიერებების ბიოლოგიურ დაჟანგვას, რაც ხელს უშლის ჩამდინარე წყლების ბიოლოგიურ დამუშავებას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.