&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
აბი აბლ აბო აბრ აბს

აბსტრაქცია

(ლათ. abstractio „განყენება“) 1) ობიექტის გარკვეული მახასიათებლებისგან ყურადღების გადატანის (აბსტრაქციის) პროცესი მათი შერჩევითი ანალიზისთვის; ამასთან დაკვირვების ქვეშ მყოფი ობიექტის შეცვლა ხდება მისი იდეალიზებული თეორიული გამოსახულებით – აბსტრაქტული ობიექტით. აბსტრაქციები სამეცნიერო ცოდნის უნივერსალური მეთოდია, ისინი აუცილებელია ცნებების ფორმირებისთვის, კვლევის ობიექტების ამოცნობისა დაკლასიფიკაციისთვის ცოდნის ფორმირების ყველა დონეზე; 2) აბსტრაქცია (წყალი) - ატმოსფერული ნალექების ნაწილი, რომელიც უშუალოდ არ შედის ჩამონადენში, მაგალითად, შეკავების, აორთქლების, გაჟონვის, დეპრესიებში დაგროვების, ინფილტრაციის შედეგად; 3) აბსტრაქცია (მდინარეები) - აბსტრაქცია, ჩაჭრა. ორი ან მეტი ქვეპარალელური ნაკადის შერთვა ერთ მდინარის არხში, როგორც ორი მეზობელი მომდევნო ხევის ან ხევის ზედა დინების შეერთების შედეგად, ასევე ერთი არხის გაღრმავებისა და გაფართოებისას, რომელიც შთანთქავს მის მახლობლად მდებარე პატარა არხებს; დაჭერის უმარტივესი ტიპი. პროცესი, როგორც წესი, შეინიშნება წყალგამყოფის ზედა საზღვართან (სინ. ნაკადის აბსტრაქცია).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9