&
K R

და დდ დე დი დნ დო დრ დღ
დივ დინ დიო დის

დიოქსინები

ლათინური dioxinum)- დიბენზოდიოქსინის პოლიქლორირებული წარმოებულების ტრივიალური სახელია. ყველაზე ტოქსიკური (შხამიანი) ნივთიერებათა ჯგუფი, რომელიც ამჟამად არის ცნობილი. დიოქსინების ჯგუფი 400-ზე მეტ ნაერთს მოიცავს სხვადასხვა, ძირითადად მაღალი, ტოქსიკურობით. მათ ახასიათებთ მრავალმხრივი ფიზიოლოგიური მოქმედება, როგორიცაა ტერატოგენული, მუტაგენური და კანცეროგენული ეფექტი. ისინი ცუდად იყოფიან და გროვდებიან როგორც ადამიანის სხეულში, ასევე პლანეტის ბიოსფეროში, მათ შორისაა ჰაერი, წყალი და საკვები. დიოქსინების წყაროებია ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობის ირიბი პროდუქტები, მეტალურგიის ნარჩენები და შიდა წვის ძრავების გამონაბოლქვი აირები. ამ ნივთიერებებისთვის ლეტალური დოზა აღწევს 10−6 გ 1 კგ ცოცხალ წონაზე, რაც მნიშვნელოვნად (რამდენიმე რიგით) ნაკლებია ზოგიერთი, ქიმიური იარაღის რიცხვში შემავალი, ტოქსიკური რეაგენტებისთვის მიღებულ იგივე სიდიდეზე, მაგალითად, ზომანის , ზარინისა და სხვა ( დაახლოებით 10 −3 გ/კგ).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9