&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
აგლ აგრ

აგლომერაცია

1) პროცესი, რომლის დროსაც ნაწილაკები იზრდება ღრუბლის ან ნალექების ნაწილაკების და ატმოსფეროში დანაწევრებული სამრეწველო წარმოშობის მინარევ ნაწილაკების შეჯახებისა და ასიმილაციის შედეგად. ასევე ცნობილია როგორც კოაგულაცია; 2) დასახლებული პუნქტების, მეტწილად ქალაქური ტიპის, კომპაქტური დაჯგუფება, რომლებიც ალაგ - ალაგ ერთმანეთს ერწყმის და ერთიანდება რთულ მრავალკომპონენტურ დინამიურ სისტემაში ინტენსიური საწარმოო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირებით. ანსხვავებენ მონოცენტრისტულ (ერთი მსხვილი ქალაქი - ბირთვის გარშემო ფორმირებული, მაგალითად თბილისის აგლომერაცია) და პოლიცენტისტულ აგლომერაციებს (რომელთაც რამდენიმე ქალაქი ბირთვი აქვთ, მაგ. რურის აუზში ქალაქების დაჯგუფება გერმანიაში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9