&
K R

და დდ დე დი დნ დო დრ დღ
დოზ დოკ დომ დოპ

დოკუჩაევი ვასილი ვასილის - ძე (1846 - 1903)

(1846 - 1903) - ფუძემდებელი მეცნიერების ნიადაგის შესახებ. მისი ნაშრომების გამოქვეყნებამდე ნიადაგი განიხილებოდა, როგორც მთის ქანების ზედა ფენა ან როგორც ინერტული ფხვნილი, რომელიც პასიურად გადასცემდა მცენარეებს მათთვის საჭირო მინერალურ მარილებს. ვ.ვ. დოჩუაევი პირველი იყო, ვინც ნიადაგს დამოუკიდებელ ბუნებრივ ორგანოდ განიხილავდა. მეცნიერი თვლიდა, რომ ნიადაგი, მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების მსგავსად, მარად ცხოვრობს და იცვლება. ამასთან ის ვითარდება, იშლება, პროგრესირებს და რეგრესირებს. ვ.ვ. დოკუჩაევს ასევე ეკუთვნის ნიადაგების პირველი მეცნიერული გენეტიკური კლასიფიკაცია. მან შეიმუშავა ნიადაგების წარმოშობისა და ნაყოფიერების შესწავლის მეთოდები, აგრეთვე ნიადაგების კარტოგრაფირების საფუძვლები და მეთოდები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9