(ფრ. drainage) 1) გრუნტის წყლების ზედაპირის სარკის ხელოვნური დაწევის ან არხებისა და მიწისქვეშა მილების დახმარებით მათი გაყვანის გზით დაჭაობებული მიწების ამოშრობა; 2) ღია ან დახურული სანიაღვრე თხრილების დახმარებით ნიადაგის დაშრობა, ვენტილაცია ან მორწყვა; 3) მიწისქვეშა წყლების გაყვანა. დაჭაობებული მიწების დრენაჟი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.