&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ევკ ევო ევრ ევტ

ევკარიოტები

(ლათინური Eukaryota ძველი- ბერძნული εὖ - კარგად; მთლიანად და κάρῠον - კაკალი, ბირთვი), - უმაღლესი ორგანიზმები, რომელთა უჯრედები შეიცავენ მკაფიოდ ფორმირებულ ბირთვებს ციტოპლაზმისგან გამიჯნული მემბრანებით; ეუკარიოტების მემკვიდრეობითი ნივთიერება კონცენტრირებულია ქრომოსომებში. ევკარიოტები - საერთო სახელწოდება ორგანიზმებისა, რომელთაც აქვთ მორფოლოგიურად გაფორმებული ბირთვი. ევკარიოტების პროტოპლაზმა მორფოლოგიურად და ფუნქციურად დიფერენცირებულია ციტოპლაზმად და კარიოპლაზმად, რომელიც საკუთარი გარსით (კარიოლემით) არის გარემოცული და ქმნის ბირთვს. ბირთვში თავმოყრილია თითქმის მთელი მემკვიდრული ნივთიერება (დნმ). ევკარიოტებს განეკუთვნება ყველა უჯრედოვანი ორგანიზმი (ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი მცენარე და ცხოველი) ეგრეთ წოდებული პროკარიოტების (ბაქტერიებისა და ლურჯმწვანე წყალმცენარეების) გარდა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9