&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ევკ ევო ევრ ევტ

ევოლუცია

(ლათინური evolutio - გაშლა, განვითარება) - ბიოლოგიური პოპულაციების მემკვიდრეობითი თვისებების ცვლილება, რომელიც გადადის შემდეგ თაობებზე. ევოლუციური პროცესები იწვევს ბიოლოგიური ორგანიზაციის ყველა დონის (მათ შორის სახეობების, ცალკეული ორგანიზმებისა და მოლეკულების) მრავალფეროვნების ზრდას. ევოლუცია - ცოცხალი ბუნების განვითარების ბუნებრივი პროცესია, რომელსაც თან ახლავს პოპულაციების გენეტიკური შემადგენლობის ცვლილება, ადაპტაციის ფორმირება, სახეობათა შექმნა და გადაშენება, მთლიანად ეკოსისტემებისა და ბიოსფეროს გარდაქმნა. არსებობს რამდენიმე ევოლუციური თეორია, რომლებიც ხსნიან ევოლუციური პროცესების ფუძემდებლურ მექანიზმებს. ამ დროისთვის ყველაზე ფართოდ მიღებული არის ევოლუციის სინთეზური თეორია, რომელიც არის კლასიკური დარვინიზმისა და პოპულაციის გენეტიკის სინთეზი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9