ტყის წარმონაქმნის სახეობა, ძირითადად ტროპიკული და სუბტროპიკული, შუალედური უდაბნოსა და სტეპს შორის; დომინირებს პატარა ხეები და ბუჩქები, შეიარაღებული ბევრი ეკლებით. ისინი განლაგებულია ფრაგმენტულად მთელს ტროპიკულ ზოლში ეკვატორიდან შორ განედებზე, ისინი გვხვდება ამერიკაში, აფრიკაში, აზიასა და ოკეანიაში. ამ ტიპის ტყე მიეკუთვნება ტროპიკული მშრალი ტყეების ჯგუფს, რომლებიც ვითარდება ორსეზონურ კლიმატში.ცნობილია მადაგასკარის ეკლიანი ტყეები (ასევე ცნობილი, როგორც მადაგასკარის ეკლიანი ბარდები) - ეკორეგიონი მადაგასკარის სამხრეთ დასავლეთით. მცენარეულობის ტიპი გვხვდება ღარიბ სუბსტრატებზე დაბალი, წყვეტილი, არამდგრადი ზამთრის ნალექებით. ეკორეგიონი შეიცავს ენდემური მცენარეების სახეობების მნიშვნელოვან ნაწილს და შეტანილია მსოფლიოს 200 ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ რეგიონთა რიცხვში; ერთ ერთი 200 გლობალურიდან. ეს არის მცენარეთა ენდემიზმის ყველაზე მაღალი დონე მადაგასკარში, სადაც გვარების 48% და სახეობების 95% ენდემურია. მცენარის მრავალი კომპონენტი ავლენს გვალვისადმი უკიდურეს ადაპტაციას. ეკლიანი ბარდების თვალსაჩინო ბინადრებს შორისაა: ობობასმაგვარი კუ (Pyxis arachnoides) და სხივური კუ (Astrochelys radiata), გეკონი (ლათ.Gekkonidae), რამდენიმე ლემური, მათ შორის ვერო სიფაკა (Propithecus verreauxi), გრანდიდიეს მანგუსტი (Galidictis grandidieri) და რვა ენდემური ფრინველი
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024