&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ეკლ ეკო

ეკოლოგია ადამიანის

1) კომპლექსური დისციპლინა, რომელიც იკვლევს ბიოსფეროს (მისი განყოფილებების) და ანთროპოსისტემის (კაცობრიობის სტრუქტურული დონეების, მისი ჯგუფების (პოპულაციების) და ინდივიდების), ურთიერთობის ზოგად კანონებს, ბუნებრივი (ზოგიერთ შემთხვევაში სოციალურისაც) გარემოს გავლენას ადამიანზე და ადამიანთა ჯგუფებზე; 2) ადამიანის პიროვნების ეკოლოგია; 3) ადამიანთა პოპულაციების ეკოლოგია, მათ შორის ეთნიკური ჯგუფების მოძღვრება. ადამიანის ეკოლოგია მოიცავს როგორც ადამიანთა სოციალურ - ფსიქოლოგიურ ურთიერთობებს ერთმანეთთან, ასევე ადამიანების დამოკიდებულებას ბუნებისადმი, ანუ ეს არის ცოდნის კომპლექსური ეკოლოგიურ - სოციალურ - ეკონომიკური განხრა, სადაც ყველა სოციალური, ეკონომიკური და ბუნებრივი პირობები განიხილება, როგორც ადამიანის ცხოვრებისეული გარემოს თანაბრად მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი საჭიროებების სხვადასხვა ასპექტს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9