&
K

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
აგლ აგრ

აგრესიულობა წყლის

წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებების უნარი სხვადასხვა მასალის დაშლისა ქიმიური ზემოქმედების შედეგად. წყალი მინარევებით, რომელსაც შეუძლია ქანების დაშლა; გეოლოგიური ტერმინი წყლისთვის, რომელიც ანადგურებს მასალებს, როგორიცაა ბეტონი, ლითონები და ქვა. ასეთ თვისებებს ანიჭებს წყალს მინარევები, რომლებიც აქტიურად ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ნივთიერებებთან - მჟავები (ნახშირორჟანგი), ტუტეები, გახსნილი მარილები (სულფატები)აქტიური გაზები (ჟანგბადი, ქლორი). აგრესიული წყლების რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ: . ლითონების მჟავით დამუშავების პროცესში მიღებული ჩამდინარე წყლები; . გალვანური ცეხებიდან მიღებული წყალი; . წყალი მინერალური მჟავებისა და ნიტროპროდუქტების წარმოებიდან; . ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საამქროთა წყლები, რომლებიც შეიცავს წყალბადის სულფიდს, მჟავებს და გოგირდის დიოქსიდს; . შავი მეტალურგიის ქარხნების ჩამდინარე წყლები; . კოქსქიმიური ქარხნების და გაზგენერატორული სადგურების ჩამდინარე წყლები; . სულფიტ - ცელულოზის ქარხნების მჟავე წყლები და სხვ
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9