ბუნებრივი და ადამიანის მიერ დაცული და შენარჩუნებული ეკოსისტემა,რომელშიც სასოფლო – სამეურნეო საქმიანობა ხორციელდება ან, სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის გამოყენებადი, ხმელეთის მონაკვეთის ბიოგენური და აბიოგენური კომპონენტების ერთობლიობა, ხშირად აგროეკოსისტემის ქვეშ ერთი მსხვილი მეურნეობის მასშტაბში მყოფი ურთიერთდაკავშირებული (ეკონომიკურად, ენერგეტიკულად და ეკოლოგიურად) სისტემა იგულისხმება. ის თვითრეგულირებად ეკოსისტემებს შორის მაღალი ბიოლოგიური პროდუკტიულობით ხასიათდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.