განხრად უნდა ჩაითვალოს. ეკოლოგია სოციალური 1. სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც განიხილავს ურთიერთობებს "საზოგადოება - ბუნება" სისტემაში: ადამიანის საზოგადოების ურთიერთქმედების და ურთიერთობების შესწავლას ბუნებრივ გარემოსთან და აწარმოებს რაციონალური გარემოს მართვის სამეცნიერო საფუძვლების შემუშავებას, რაც გულისხმობს ბუნების დაცვას და ადამიანის საარსებო გარემოს ოპტიმიზაციას.რსებო გარემოს ოპტიმიზაციას. სოციალური ეკოლოგიის მთავარი ამოცანაა - ადამიანთა საზოგადოებისა და მისი ცალკეული ტერიტორიული ჯგუფების ბუნებასთან ურთიერთკავშირის კანონზომიერებათა შესწავლა და ამის საფუძველზე ახალი გაკულტურულებულ ბუნებრივ გარემოს პროექტის შექმნა; 2. სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც იხილავს საზოგადოების ურთიერთობას გეოგრაფიულ, სოციალურ და კულტურულ გარემოსთან, ანუ პიროვნების გარემომცველ გარემოსთან. ეს არის სოციალური ეკოლოგიის ყველაზე ფართო ინტერპრეტაცია; 3. ადამიანის ეკოლოგიის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების სოციალური ჯგუფების ურთიერთობას ბუნებასთან; 4. ადამიანთა ქმედებების შესწავლა და ამ ქმედებების ზემოქმედება სხვა ადამიანებზე მათი აღქმის საშუალებით და ადამიანთა ურთიერთობების სოციალურ - ფსიქოლოგიური პიროვნული და კოლექტიური შეფასება საცხოვრებელი გარემოს ობიექტური თვისებების და ადამიანის სხეულის რეაქტიულობის ფონზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.