ეკოლოგიური მიდგომის, ეკოლოგიური პრინციპების შეღწევის პროცესი ადამიანის ცხოველმოქმედების სხვადასხვა სახეებსა და სფეროებში. ტექნოლოგიური, მენეჯერული და სხვა გადაწყვეტილებათა სისტემების მუდმივი და თანმიმდევრული დანერგვის პროცესი, რომელიც საშუალებას იძლევა გაზარდოს ბუნებრივი რესურსებისა და პირობების გამოყენების ეფექტურობა და გაუმჯობესდეს ან, მინიმუმ, შეინარჩუნოს ბუნებრივი გარემოს ხარისხი ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. „სოციო - ეკოლოგიური ლექსიკონის“ მიხედვით, „ეკოლოგიზაცია - კონცეფცია, რომელიც ავლენს ეკოლოგიური მიდგომის, ეკოლოგიური პრინციპების შეღწევის პროცესს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სახეებსა და სფეროებში. ამ ფენომენის არსი მეცნიერებაში მდგომარეობს იმ კავშირების იდენტიფიცირებასა და გამოკვლევაში, რომელიც არსებობს ამა თუ იმ საბუნებისმეტყველო ან სოციალურ - ეკონომიკური მეცნიერების მიერ შესწავლილ ობიექტსა და მის გარემოს შორის"
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.