ფაქტობრივი ეკოლოგიური, ეკონომიკური ან სოციალური ზარალი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის, სტიქიური ეკოლოგიური უბედურებების, კატასტროფების შედეგად. ზიანი ვლინდება, როგორც ეროვნულ ეკონომიკაში ბუნებრივი, შრომითი, მატერიალური, ფინანსური რესურსების დაკარგვის სახით, მოსახლეობის სოციალურ - ჰიგიენური ცხოვრების პირობების გაუარესების სახით, ასევე, ბუნებრივი გარემოს დაბინძურებით და მისი რესურსების გამოლევით, დაზიანებით, ეკოლოგიური სისტემების რღვევით, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ფლორასა და ფაუნას და მატერიალურ ფასეულობებს. ეკოლოგიური ზიანი - არის გარემოსთვის მიყენებული ზიანი, გამოხატული ბუნებრივი საზომი ერთეულებით. მაგალითად, ბუნებრივ გარემოში მოხვედრილი დამაბინძურებლების რაოდენობა; შეუქცევადად გამოყენებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობა და ასე შემდეგ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024