ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის მონიტორინგს, მოსახლეობის ინფორმირებას მდგომარეობისა და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების შესახებ, ბუნებრივი რესურსების მომხმარებლების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისობის შემოწმებას და დამნაშავეების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას; - ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის დარღვევის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისკენ, ეკონომიკური და სხვა.განხრით მოღვაწე სუბიექტების მიერ გარემოს დაცვის სფეროში მოთხოვნების, მათ შორის სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისობის უზრუნველსაყოფა. ეკოლოგიური კონტროლის სისტემა ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სახელმწიფო სამსახურისაგან და სახელმწიფოებრივი, სამრეწველო და საზოგადოებრივი კონტროლისაგან შედგება. კონტროლს ახორციელებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები,ასევე სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები. გარემოს ეკოლოგიური კონტროლი - მნიშვნელოვანი ელემენტია ბუნებრივი გარემოს ხარისხის რეგულირებისთვის. სახელმწიფო ეკოლოგიური კონტროლის ობიექტებია: მიწა, წიაღისეული, ტყე, ველური ბუნება, ატმოსფერული ჰაერი, ბუნებრივი ნაკრძალი, კონტინენტური შელფი, აგრეთვე ბუნებრივი გარემო მთლიანად. სახელმწიფო კონტროლის გარდა ქვეყანაში მოქმედებს საწარმოო და საზოგადოებრივი კონტროლიც. პირველ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ საწარმოს ერთგვარ კონტროლზე თავის საქმიანობაზე გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სფეროში, მეორეში - პროფკავშირების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, შრომითი კოლექტივებისა და ცალკეული მოქალაქეების მიერ გარემოს დაცვის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლზე.ეკოლოგიური კონტროლის ამოცანებია: - ეკონომიკური საქმიანობის გავლენის ქვეშ ბუნებრივი გარემოს მდგომარეობაზე და მის ცვლილებებზე დაკვირვებების წარმოება; - ბუნების დაცვა, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, ბუნებრივი გარემოს გაჯანსაღების, ბუნებრივი გარემოს ხარისხის მიმართ გარემოსდაცვითი კანონებისა და ნორმატივების მოთხოვნათა გეგმებისა და ღონისძიებების შესრულების შემოწმება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024