გარემოს უნარი გაუძლოს ადამიანის ზემოქმედებას. ეკოლოგიაში ეს ტერმინი აღნიშნავს ბიოლოგიური სისტემების უნარს შეინარჩუნონ და განავითარონ ბიომრავალფეროვნება. ჭაობები და ტყეები - ბიოლოგიურად მდგრადი სისტემების ტიპიური მაგალითებია. ადამიანებისთვის არემოსდაცვითი მდგრადობა ზრუნველყოფს ცხოვრების ხარისხისა და გამრავლების, ზოგადი კეთილდღეობისა და განვითარების პოტენციალს (ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტებით). ჯანსაღი ეკოსისტემები უზრუნველყოფენ საკვებს, რომელიც ადამიანებსა და სხვა ორგანიზმებს სჭირდებათ საარსებოდ. კაცობრიობის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად და ეკოსისტემების გასაუმჯობესებ-ლად არსებობს ორი ძირითადი გზა. პირველი - ეკოლოგიური მენეჯმენტი.ეს მიდგომა ეფუძნება გეომეცნიერების, გამოყენე-ბითი ეკოლოგიისა და დაცვითი ბიოლოგიის მეშვეობით შეგროვებულ ინფორმაციას. მეორე მიდგომა კაცობრიობის მიერ რესურსების მოხმარების მართვა, რომელიც ეფუძნება ეკონომიკური მეცნიერებების მეშვეობით შეგროვებულ ინფორმაციას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024