ქვეყნის ეკოლოგიური მონიტორინგის წარმოების კომპლექსური სისტემა. ამ მონიტორინგის სისტემა ეკოლოგიური მონიტორინგის საერთაშორისო სისტემის საფუძველზეა შემუშავებული. ემესს არის გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის, შეფასების, პროგნოზირების, საშიში ეკოლოგიური ფაქტორებისგან დაცვის და უსაფრთხოების შესახებ მენეჯერული გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფის სისტემა. იგი კომპლექსური სისტემაა, რომელიც თავის შემადგენლობაში აერთიანებს სახელმწიფო აღმასრულებელ ორგანოებში არსებულ პრაქტიკულად ყველა ტრადიციულ და ახლად შექმნილ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობის მონიტორინგისა და დაკვირვების სისტემებს.მისი ძირითადი ამოცანებია ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის დაკვირვება, შეფასება და პროგნოზირება; გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმიანობით დაკავებულ მართვის ორგანოების საინფორმაციო უზრუნველყოფა, საინფორმაციო უზრუნველყოფა ყველა დონის მენეჯმენტის სტრუქტურების, რომლებსაც სჭირდებათ ეკოლოგიური ხასიათის მონაცემები ეკოლოგიური ინფორმაციის მონაცემთა ბანკების შექმნა და მართვა, ხელმისაწვდომი მომხმარებელთა ფართო წრისთვის, რომელიც ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას და სამეცნიერო კვლევებს გარემოს დაცვისა და გარემოს უსაფრთხოების სფეროში; ეკოლოგიური მონიტორინგის სფეროში ერთიანი სამეცნიერო და ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება.გარემოსდაცვითი მონიტორინგის სტრუქტურაში გამოიყოფა სამი კომპონენტი: გეოფიზიკური მონიტორინგი, ბიოლოგიური მონიტორინგი და ანთროპოგენური ზემოქმედების წყაროების მონიტორინგი. გეოფიზიკური მონიტორინგი შეიცავს ბიოსფეროს გეოფიზიკური კომპონენტის, ანუ უსულო ბუნების, მათ შორის ყველა სახის დაბინძურებების და მათი წყაროების, ამინდისა და კლიმატის სისტემების, მდგომარეობის დაკვირვების, პროგნოზის და შეფასების ელემენტებს. ბიოლოგიური მონიტორინგის ამოცანაა განსაზღვროს ცოცხალი ბუნების მდგომარეობა, მისი გამოძახილი, რეაქცია ანთროპოგენურ ზემოქმედებაზე. ბიოლოგიური მონიტორინგის ორგანიზებისა და განხორციელებისას ითვალისწინებენ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას, შეფასებას და პროგნოზს. ანთროპოგენური ზემოქმედების წყაროების მონიტორინგი ითვალისწინებს გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების ობიექტის კონტროლს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,