&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ეკლ ეკო

ეკოლოგიური ნორმირება

არის ნორმატივების შემუშავება, რომლებიც მეტყველებენ გარემოს ხარისხზე, აგრეთვე მასზე დასაშვები ზემოქმედების ნორმებზე საწარმოო ან სამეურნეო საქმიანობის პროცესში. ეკოლოგიური ნორმირების ობიექტებია - ანთროპოგენური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიოსფეროზე და ეკოსისტემებზე და მათ ცალკეულ კომპონენტებზე, ასევე, ბუნებრივი ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ადამიანზე. ყველა ეს ფაქტორი უნდა იყოს კონტროლირებადი. ეკოლოგიური ნორმირების მთავარი მიზანია ბიოსფეროზე გავლენის მისაღები საზღვრების დადგენა. აღნიშნული ლიმიტი უნდა ემსახურებოდეს ეკოუსაფრთხოებას, ბუნებრივი რესურსების ადეკვატურ შევსებას, გენოფონდის შენარჩუნებას ადამიანის სამეურნეო და საწარმოო საქმიანობის პირობებში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9