&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ეკლ ეკო

ეკოლოგიური პესიმიზმი

(Ecologic pessimism; Ecological pessimism) - მიმართულება ფილოსოფიაში, ეკონომიკურ თეორიაში, სოციოლოგიასა და ფუტუროლოგიაში, რომლის წარმომადგენლები კაცობრიობის წინაშე არსებულ გლობალურ პრობლემებს გადაუჭრელად მიიჩნევენ (მინერალური რესურსების ამოწურვა, გარემოს დაბინძურება, სურსათით უზრუნველყოფა და ა.შ.) მოსახლეობის ზრდის შეჩერების გარეშე. იგი ჩამოყალიბდა 1970-იანი წლების პირველ ნახევარში. "ეკოლოგიური პესიმიზმი"- ს მხარდამჭერები არიან სხვადასხვა ინტელექტუალური ტენდენციების წარმომადგენლები, რომლებიც, ფაქტობრივად, შეუზღუდავი სოციალური პროგრესის კონცეფციებს ეწინააღმდეგებიან. მოძრაობის წამყვანი წარმომადგენლები არიან : ჯ.ფორესტერი, დ.მედოუზი, რ. ხეილბრონერი, პ. და ა. ერლიხი (აშშ) და სხ. (J. W. Forrester, D. H. Meadows, R. LHeilbroner, P. R. Ehrlich, and A. H. Ehrlich (USA), and others).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9