(ტროფიკული) - ბიოცენოზის ტროფიკულ დონეებს შორის რაოდენობრივი ურთიერთობების გრაფიკული გამოსახვა - პროდუცენტებით, კონსუმენტებით (თითოეული დონის ცალკე) და რედუცენტებით, გამოსახული: მათი რაოდენობით (რიცხვითი პირამიდა); ბიომასაში (ბიომასების პირამიდა) ან ბიომასის მატების სიჩქარეებში (ენერგიათა პირამიდა). ეკოლოგიური პირამიდები - იწყება მწარმოებლებით ბოლოდან (როგორიცაა მცენარეები) და გაივლის სხვადასხვა ტროფიკულ დონეს (როგორიცაა ბალახისმჭამელები, რომლებიც ჭამენ მცენარეებს, შემდეგ მტაცებლები, რომლებიც ჭამენ ხორცს, შემდეგ ყოვლის მჭამელები, რომლებიც ჭამენ როგორც მცენარეებს, ასევე ხორცს და ასე შემდეგ). უმაღლესი დონე -კვებითი ჯაჭვის მწვერვალია. პირამიდების ეფექტი გრაფიკული მოდელების სახით შეიქმნა 1928 წელს ჩარლზ ელტონის (ინგლისური Charles Sutherland Elton,1900 -1991) მიერ.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,