&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ეკლ ეკო

ეკოლოგიური პრობლემები

ჩვენი პლანეტის ჭარბდასახლება თანამედროვეობის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემაა, რადგან სწორედ ჭარბდასახლების გამო მწვავდება ყველა სხვა პრობლემა.ადამიანთა გადაჭარბებული სიმრავლე ბუნებრივი გარემოს დათრგუნვას იწვევს; ბუნებრივი რესურსების ამოწურვის პრობლემა გულისხმობს არა მხოლოდ წიაღისეულის (როგორიცაა ლითონები ან ნავთობი) ამოწურვას, არამედ მიწის რესურსების (იგულისხმება ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას), წყლის რესურსების (მტკნარი წყლის ამოწურვა), ტყის რესურსების (ტყის ტერიტორიის შემცირება) და ა.შ. პრობლემა საშიშია სწორედ მისი მასშტაბების გამო, ჩვენი პლანეტა ნელ - ნელა იღუპება, მაგრამ მისი გადარჩენა შესაძლებელია; გლობალური კლიმატის ცვლილება გამოწვეულია მრავალი ფაქტორით; რამაც გამოიწვია ბუნებრივი პროცესებისა და დადგენილი ნორმების მასიური ცვლილებები. შეინიშნება ტემპერატურის არანორმალური რყევები, იცვლება ნალექების რეჟიმი, ყველგან ხდება უზარმაზარი ზიანის მომტანი სტიქიური უბედურებები; ოზონის შრის ამოწურვის პრობლემა გასული საუკუნის ბოლოს მწვავედ დადგა ადამიანთა წინაშე. მაშინ სერიოზული პანიკა გაჩნდა, რის გამოც არაერთი ღონისძიება იქნა მიღებული ამ პრობლემის შესანელებლად. თუმცა, პრობლემა ჯერ კიდევ არ არის სრულად მოგვარებული და გლობალური ეკოლოგიური საფრთხის სტატუსს ინარჩუნებს; გარემოს დაბინძურება ბუნებას ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს. ეს ხდება იმ მიზეზით, რომ მავნე ნივთიერებები ხვდებიან ბუნებრივ სისტემებში, რაც იწვევს ბუნებრივი სისტემების ფუნქციონირების რღვევას (მათ განადგურებამდე). მაგრამ სტატისტიკა ისეთია, რომ დაბინძურების პრობლემა მხოლოდ უარესდება, მზარდი ზიანის მოტანით; გაუდაბნოება გლობალური პრობლემაა, რომელიც გამოიხატება ნაყოფიერი მიწის უდაბნოდ გადაქცევაში. მომავალში, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტას ფლორისა და ფაუნის უმეტესი ნაწილის განადგურებით; დედამიწის ბიომრავალფეროვნების შემცირება ჩვენი დროის ეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც მომავალში შეიძლება გადაიზარდოს რეალურ ეკოლოგიურ კატასტროფაში, რადგან ცოცხალი ორგანიზმების გადაშენება და სახეობათა მრავალფეროვნების შემცირება ჩვენს პლანეტაზე იწვევს ბუნებრივი ბალანსის დარღვევას, რასაც ბუნებრივი სისტემების ფუნქციონირების რღვევასთან მივყევართ და ეს ძალიან სერიოზული თანამედროვე პრობლემაა; სურსათის დეფიციტის პრობლემა დიდი ხანია მწვავედ დგას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დროთა განმავლობაში პრობლემა მხოლოდ მწვავდება და სულ უფრო მეტ რეგიონს მოიცავს (ძირითადად ადამიანთა რაოდენობის ზრდის შედეგად) და უახლოეს მომავალში არსებობს პრობლემის შემდგომი გავრცელების საფრთხე, რადგან ჩვენი პლანეტის რესურსები არ არის შეუზღუდავი; მტკნარი წყლის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიოში სულ უფრო მეტად კლებულობს დასალევად შესაფერისი სუფთა წყლის რაოდენობა. წყლის რესურსები იწურება და ბინძურდება, რაც მომავალში შეიძლება ძალიან სერიოზულ პრობლემად იქცეს. თუმცა ახლაც ბევრ ქვეყანაში ადამიანები განიცდიან წყურვილს.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9