ბუნებრივი სისტემების შესაძლო ქცევის პროგნოზირება, რომელიც განისაზღვრება ბუნებრივი პროცესებით და მათზე ადამიანის საქმიანობის ზემოქმედებით. პროგნოზირების ერთ - ერთი ძირითადი მიზანია ბუნებრივი რესურსების მაღალპროდუქტიულ დონეზე შენარჩუნება, რის შედეგადაც კაცობრიობამ შეიძლება გამოიყენოს ისინი განუსაზღვრელი დროით. არსებობს ორი სახის ეკოლოგიური პროგნოზი: საძიებო, რომლის დროსაც ხდება მოვლენის შესაძლო მდგომარეობების დადგენა მომავალში; მან უნდა უპასუხოს კითხვას: რა მოხდება დიდი ალბათობით, თუ არსებული ტენდენციები შენარჩუნდება? ნორმატიული, რომელშიც წინასწარ განსაზღვრული ნორმებისა და მიზნების საფუძველზე იწინასწარმეტყველებენ სასურველი მდგომარეობების მიღწევას; მან უნდა უპასუხოს კითხვას: რა გზებია სასურველის მისაღწევად?
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,