(ლათინური successio - მემკვიდრეობა) - ბუნებრივი ფაქტორების (მათ შორის შინაგანი ძალების) ან ადამიანის ზემოქმედების შედეგად, ერთი ტიპის ეკოსისტემის (ბიოცენოზები, ფიტოცენოზები და ასე შემდეგ) შემადგენლობის მოწესრიგებული თანმიმდევრული ცვლილება, რომლის დროსაც ორიგინალური მცენარეები და ცხოველური სახეობები თანდათან იცვლება ახალი მცენარეებითა და ცხოველებით. ასევე ცნობილია როგორც მემკვიდრეობა. არჩევენ ავტოგენურ, ედაფოგენურ, ანთროპოგენურ და სხვა ტიპის სუკცესიებს. სუკცესიის თეორია თავდაპირველად გეობოტანიკოსებმა შეიმუშავეს, მაგრამ შემდეგ სხვა ეკოლოგებმა დაიწყეს მისი ფართო გამოყენება. ერთ - ერთმა პირველმა მემკვიდრეობის თეორია ამერიკელმა ბოტანიკოსმა და ეკოლოგმა ფ. კლემენტსმა (ინგლისური Frederic Edward Clements, 1874 - 1945) შეიმუშავა და შემდეგ საბჭოთა გეობოტანიკოსემმა, ეკოლოგმა - აკადემიკოსმა ვ. ნ. სუკაჩევმა (1880 - 1967) და ს.მ. რაზუმოვსკიმ (1929 - 1983) განავითარეს
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,