&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ეკლ ეკო

ეკოლოგიური უსაფრთხოება

ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვის მდგომარეობა ეკონომიკური და სხვა საქმიანობის, ბუნებრივი და ტექნოგენური საგანგებო სიტუაციების შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისა და მათი შედეგებისგან. ეკოლოგიური უსაფრთხოება, როგორც ტერიტორიული კომპლექსის, ეკოსისტემის, ადამიანის დაცვის ხარისხი განისაზღვრება ეკოლოგიური რისკის სიდიდით. ეკოლოგიური უსაფრთხოება - ბუნებრივ გარემოზე და ადამიანზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ეკოლოგიური საფრთხეების ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედების დასაშვები დონე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9