&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ეკლ ეკო

ეკოსისტემა

(ძველი ბერძნული οἶκος - საბინადრე და σύστημα - სისტემა) - ფუნქციური სისტემა, რომ ელიც მოიცავს ბუნებრივი ორგანიზმების ოჯახებს მათ გარემოსთან ერთად. წარმოებულია ეკოლოგიური სისტემიდან. ცოცხალი ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი (ბიოცენოზი) ბუნებრივი კომპლექსი (ბიო - ინერტული სისტემა) და მათი ჰაბიტატი (ინერტული - მაგალითად, ატმოსფერო ან ბიო ინერტული - ნიადაგი, წყალი), ურთიერთდაკავშირებული მატერიისა და ენერგიის ცვლით. დედამიწის ზედაპირზე მთავარი ბუნებრივი ერთეული, თანაცხოვრებადი ორგანიზმებისა (ბიოტური) და მათი არსებობის პირობების (აბიოტიკი) ერთობლიობა, რომლებიც რეგულარულ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან და ქმნიან სისტემას. ერთ-ერთი ძირითადი ცნება ეკოლოგიის მეცნიერებაში. ეს არის ბიოლოგიური სისტემა, რომელიც შედგება ცოცხალი ორგანიზმების ოჯახების (ბიოცენოზი), მათი ჰაბიტატისა (ბიოტოპი) და კავშირებისგან, რომელიც განახორციელებს ნივთიერებათა და ენერგიის ცვლას მათ შორის. თანამედროვე ტერმინი "ეკოსისტემა" პირველად 1935 წელს შემოგვთავაზა ინგლისელმა ეკოლოგმა არტურ ტანსლიმ (Arthur Tansley, 1871 - 1955). ეკოსისტემის შესწავლის მიზანია აბიოტურ ფაქტორებთან ერთად ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფლობის პროცესში ნივთიერებათა წარმოქმნის, ცირკულაციის, დაგროვებისა და ტრანსფორმაციის გამოკვლევა. ეკოსისტემა თვითრეგულირებადი, ღია სისტემაა. კონცეფცია ვრცელდება როგორც სისტემებზე, რომლებიც მოიცავს ერთ ორგანიზმს, ასევე სისტემებს, რომლებიც მოიცავს ორგანიზმების კრებულს. განარჩევენ მიკრო, მეზო, მაკრო და გლობალურ ეკოსისტემებს. მიკროეკოსისტემებს წარმოადგენენ: ჭაობის ბუჩქი, ჭიანჭველა, გუბე; მეზოეკოსისტემებად შეიძლება ტყის ზონა, ტბა, ველი მივიჩნიოთ; მაკროსისტემებს ზღვა, ტაიგა წარმოაადგენენ, გლობალური ეკოსისტემა არის ბიოსფერო.დედამიწის ყველა რეალური ეკოსისტემა - ღია სისტემებია, რომლებიც მატერიისა და ენერგიის გაცვლა - გამოცვლაში არიან თავის გარემოსთან. ეკოსისტემასთან ძალიან ახლოს მყოფი კონცეფცია არის ბიოგეოცენოზი. ეს კონცეფცია შემოიღო 1942 წელს რუსმა ეკოლოგ - გეობოტანიკოსმა ვ.ნ. სუკაჩოვმა (Vladimir Nikolayevich Sukachev, 1880 - 1967), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ბიოგეოცენოლოგიის მეცნიერებას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9