ეკოსისტემა, რომელიც წარმოიშვა ან მნიშვნელოვნად შეიცვალა ტექნოგენური ფაქტორების გავლენის ქვეშ (მაგალითად, ჭაობების დრენაჟი, დატბორილი მიწები, ამონაკვეთი და ა.შ.); - ტექნოგენური ეკოსისტემები, რომლებიც ჩამოყალიბდა მსხვილი ტექნიკის გარემოზე ზემოქმედების შედეგად: კარიერები, მაღაროები, ნავთობისა და გაზის წარმოების ადგილები, მაგისტრალების სამშენებლო ადგილები, რეზერვუარები და ა.შ. მსხვილი ტექნიკა ანადგურებს ნიადაგის ზედა ნაყოფიერ ფენას, ახდენს ძლიერ ზეწოლას ლითოსფეროს ქვედაფენებზე, არღვევს მათ ბუნებრივ მეტაბოლურ პროცესებს. ბიოსფეროში აგრო, ურბანული და ტექნო - ეკოსისტემები იქმნება ბუნებრივი ეკოსისტემების შემცვლელად. ურბანიზაციის პროცესში ყალიბდება ურბანული ეკოსისტემა. ურბანული ეკოსისტემა არის ბუნებრივ - ურბანული სისტემა, რომელიც შედგება ბუნებრივი ეკოსისტემების ფრაგმენტებისგან, რომლებიც გარშემორტყმულია სახლებით, ინდუსტრიული ზონებით, ავტოგზებით და ასე შემდეგ. იგი ხასიათდება ხელოვნურად შექმნილი სისტემების ახალი ტიპების შექმნით დეგრადაციის, განადგურების და (ან) ბუნებრივი სისტემების შეცვლის შედეგად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი,