&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ეკლ ეკო

ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობა

ეკოსისტემის უნარი გაუძლოს ანთროპოგენური დატვირთვის შედეგად მიღებულ გარემოს მკვეთრ რყევებს. ეკოსისტემის უნარი გაუძლოს აბიოტურ გარემოში მკვეთრ ცვლილებებს, გარკვეული სახეობების მასობრივ რეპროდუქციას ან გადაშენებას და ანთროპოგენურ დატვირთვას. გლობალური ეკოსისტემის სტაბილური (სტაციონარული) მდგომარეობა ნარჩუნდება მანამ, სანამ მისი ნაწილი აღუშფოთველი რჩება, რომელიც ინარჩუნებს ყველა ანთროპოგენური აღშფოთების კომპენსირების უნარს, ანუ სტაბილურობის ბარიერის გადალახვამდე. გასულ გეოლოგიურ პერიოდებში ბიოტა და გარემო ინარჩუნებდა სტაბილურ, თვითრეგულირებად მდგომარეობას. ადამიანის საქმიანობის გავლენით გამოწვეული ბუნებრივი გარემოს არახელსაყრელი გლობალური დაზიანება (ნგრევა), არღვევს ეკოსისტემის სტაბილურობას, იწვევს. მისი ფუნქციონირების რღვევას და კატასტროფული მოვლენების სიხშირის მატებას. ამის გამო, ეკოლოგიური უსაფრთხოება ხდება თითოეული ადამიანის, სახელმწიფოს, ხალხის და მთლიანად მსოფლიო საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9