(ბერძნული óikos - საცხოვრებელი, მდებარეობა და typos - ტიპი) - სახეობების ეკოლოგიურად მსგავსი პოპულაციების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია ჰაბიტატის გარკვეულ ტიპთან და გააჩნია გენეტიკურად ფიქსირებული ანატომიურ - მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლები, განვითარებული გარემო ფაქტორების მსგავსი რეჟიმის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. თუ გარემო ფაქტორები თანდათან იცვლება სივრცეში, ეკოტიპები შეუფერხებლად გარდაიქმნება ერთმანეთში. მცენარეთა სხვადასხვა სახეობას აქვს სხვადასხვა რაოდენობის ეკოტიპი. რაც უფრო ვრცელია სახეობების არეალი და უფრო ფართოა მათი ეკოლოგიური ამპლიტუდა, მით უფრო მრავალფეროვანია სახეობების ეკოტიპური შემადგენლობა. ეკოტიპის გაჩენა გრძელი ისტორიული პროცესია. თუ ეკოტიპს აქვს პროგრესული ნიშნები, რომლებიც სახეობების არიალის გაფართოების საშუალებას იძლევიან, მაშინ მას შეუძლია მისცეს საწყისი ახალ სახეობას, ანუ, ეკოტიპი არის ახალი სახეობის შექმნის პროცესის ერთ - ერთი ეტაპი. ტერმინი "ეკოტიპი" შემოიღო 1920 -იან წლებში შვედმა მეცნიერმა - ევოლუციურ ბიოლოგმф და ბოტანიკოსმა ჯ. ტურესონმა (შვედ. Göte Wilhelm Turesson; 1892 - 1970).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.