სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც სწავლობს ტოქსიკური ქიმიკატების გავლენას სხვადასხვა იერარქიული დონის ეკოსისტემებზე, ასევე ამ სისტემების ცოცხალ ეკოლოგიურ კომპონენტებზეეკოტოქსიკოლოგია არის ინტერდისციპლინარული სფერო, რომელიც აერთიანებს ტოქსიკოლოგიასა და ეკოლოგიას. ეკოტოქსიკოლოგიის საბოლოო მიზანია დაბინძურების ეფექტის იდენტიფიცირება და პროგნოზირება ყველა სხვა გარემო ფაქტორების კონტექსტში. ამ ცოდნის საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს ყველაზე ეფექტური ქმედებები ნებისმიერი მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.