(ბერძნული oîkos - სახლი + phóbos - შიში) - გარემოს ეთიკური შეუფასებლობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარემოს კატასტროფული ცვლილებები. როგორც საიმონ კ. ესტოკმა (Simon C. Estok, Professor at Sungkyunkwan University, South Korea) აღნიშნა თავის წიგნში „ეკოფობიის ჰიპოთეზა“, ტერმინი შემოიღო ჯორჯ ფ. უილმა (George Frederick Will - American writer and political commentator), 1988 წლის 18 სექტემბერს Chicago Sun-Times-ის სტატიაში სათაურით „ეკოფობიის პოლიტიკა“. უილი, რომელსაც ესტოკი ციტირებს, განმარტავს მას, როგორც „შიშს იმისა, რომ პლანეტა სულ უფრო და უფრო არასტუმართმოყვარე ხდება“. ეკოფობია არსებობს მთელ მსოფლიოში, როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე და მისი გამოვლინება ზოგჯერ პირდაპირ აშკარაა, მაგრამ ასევე ხშირად ღრმად იმალება ჩვევისა და უცოდინრობის აღრევით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.