ნორვეგიელი გეოქიმიკოსის ვიქტორ გოლდშმიდტის (გერმ. Victor Moritz Goldschmidt, 1888 -1947) მიერ შემოთავაზებული ელემენტების გეოქიმიური კლასიფიკაცია არის მარტივი და ეხება ელემენტების ყველაზე მნიშვნელოვან თვისებებს. ვ. გოლდშმიდტმა ქიმიური ელემენტების სისტემატიზაცია ბუნებაში მათი არსებობის მიხედვით მოახდინა, ამასთან, მან დაყო ყველა არსებული ქიმიური ელემენტი რამდენიმე ჯგუფად: - ატმოფილური, ლითოფილური, ქალკოფილური, სიდეროფილური.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.