&
K R

„ა „მ
„ად

„ადამიანი და ბიოსფერო“ პროგრამა (ინგლისურად The Man and the Biosphere Programme, MAB)

იუნესკოს საერთაშორისო ბიოლოგიური პროგრამის გაგრძელება. პროგრამაში წარმოდგენილია ინტერდისციპლინური კვლევის სამუშაო გეგმა, რომელიც შექმნილია ადამიანის ბუნებრივ გარემოსთან ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად. პროგრამის ძირითადი ამოცანებია ბიომრავალფეროვნების დაკარგვის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური შედეგების დადგენა, ასევე ასეთი დანაკარგების შემცირება. პროგრამა თავისი საქმიანობისთვის იყენებს ბიოსფერული რეზერვების მსოფლიო ქსელს. პროგრამა დაარსდა 1971 წელს და უკვე 1974 წელს (პროგრამის მონაცემთა ბაზის მიხედვით 1976 წელს) შეიქმნა პირველი ბიოსფერული ნაკრძალი შეერთებულ შტატებში. 1983 წელს გაიმართა პირველი საერთაშორისო კონგრესი ბიოსფერული რეზერვების შესახებ, რომელმაც განსაზღვრა კვლევისა და მონიტორინგის სამოქმედო გეგმა, ასევე ადგილობრივ თემებთან ურთიერთქმედება.იუნესკოს გენერალური კონფერენცია გვთავაზობს „ადამიანი და ბიოსფერო“ პროგრამის შემდეგ მიდგომას მისი საქმიანობის მიმართ: ბიომრავალფეროვნების დაკარგვის მაქსიმალური შემცირება გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამისი სამეცნიერო ცოდნის გამოყენებით; გარემოს დაცვის დონის ამაღლება ბიოსფერული ნაკრძალების საერთაშორისო ქსელის ან რეზერვატების შექმნის გზით; კულტურულ და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას შორის ურთიერთქმედების გაზრდა.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9