საწყისი ქანების გამოფიტვის პროდუქტები, რომლებიც განელაგებიან მათი წარმოქმნის ადგილზე. თანამედროვე ელუვიურ საფარს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც გამოფიტვის ქერქს, რომელშიც სინონიმებად გამოიყენება ტერმინები "ელუვიუმი" და "გამოფიტვის ქერქი". ელუვიალური ქანები ყველაზე მეტად განვითარებულია ბრტყელ წყალგამყოფ სივრცეებზე, ანუ იქ, სადაც ენუდაციური პროცესები არ შეინიშნება ან ძლიერ სუსტდება. ფერდობებზე ელუვიუმი ან არ არის ან უკიდურესად სუსტად არის განვითარებული.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.