(ძველი ბერძნული ἔνδημος - ადგილობრივი) - რომელიმე ფლორის, ფაუნის სპეციფიკური შემადგენელი ნაწილი. ენდემები მოიცავს ცხოველთა და მცენარეთა სახეობებს, გვარებს, ოჯახებს ან სხვა ტაქსონებს, რომელთა წარმომადგენლები ცხოვრობენ შედარებით შეზღუდულ ტერიტორიაზე, წარმოდგენილი მცირე გეოგრაფიული არეალით. მცენარეთა და ცხოველთა ენდემური სახეობები, მათი შეზღუდული დიაპაზონის და, შესაბამისად, შეზღუდული რაოდე-ნობის გამო, წითელ წიგნებში ხშირად არის ჩამოთვლილი, როგორც იშვიათი ან გადაშენების პირას მყოფი სახეობები.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.