&
K R

აა აბ აგ ად აე ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აუ აქ აღ აც
ადა ადვ ადი ადს

ადამიანის ბინადრობის გარემო

ობიექტების, მოვლენების და გარემომცველი ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ცხოვრების პირობებს. "ადამიანის გარემო" მისი ყველაზე ზოგადი ფორმით გაგებულია როგორც "ბუნებრივი და ხელოვნური პირობების მთლიანობა, რომელშიც ადამიანი საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენს, როგორც ბუნებრივი და სოციალური არსება". ადამიანის ბინადრობის გარემო შედგება ორი ურთიერთდაკავშირებული ნაწილისგან: ბუნებრივი და სოციალური; ბუნებრივი - ეს არის მთელი პლანეტა დედამიწა,სოციალური - საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები. ეკოლოგიის სფეროში ცნობილი საბჭოთა ზოოლოგი, სისტემატიზატორის ნ.ფ. რეიმერსის (რუს., Николай Федорович Реймерс, 1931-1993) მიერ შემოთავაზებული ადამიანის გარემოს კლასიფიკაცია განსაზღვრავს გარემოს ოთხ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს: ბუნებრივი; - აგროტექნოლოგიით წარმოქმნილი გარემო, ე.წ. ”მეორე ბუნება” - კვაზიბუნებრივი; - ხელოვნური გარემო - "მესამე ბუნება" ან ხელოვნური ბუნება; - სოციალური გარემო.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9