&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ენდ ენე ენვ

ენერგეტიკისა და ნედლეულის პრობლემა

კაცობრიობის საწვავითა და ნედლეულით უზრუნველყოფის გლობალური პრობლემაა. პრობლემას იწვევს: ქვანახშირის, ნავთობის, რკინის და სხვა დასამუშავებლად განკუთვნილი მადანთა საბადოების ამოწურვა; ნავთობისა და ბუნებრივი აირის შეზღუდული შესწავლილი მარაგი; წიაღისეულის აღმოჩენა და მოპოვება უწინდელზე უარეს პირობებში; წიაღისეულის მოპოვებისა და მოხმარების ტერიტორიებს შორის ტერიტორიული წყვეტის ზრდა და ასე შემდეგ ენერგეტიკული და ნედლეულის პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს რესურსების დაზოგვაში და ახალი ტექნოლოგიების ძიებაში, რაც შესაძლებელს გახდის ნედლეულისა და ენერგიის ადრე მიუწვდომელი წყაროების ამოყენებას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9