&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ენდ ენე ენვ

ენერგიის განახლებადი წყაროები

განახლებადი, ან რეგენერაციული, „მწვანე“ ენერგია არის ენერგია ენერგორესურსებიდან, რომლებიც განახლებადი ან ამოუწურავია ადამიანის მასშტაბით. განახლებადი ენერგიის გამოყენების ძირითადი პრინციპია მისი ამოღება გარემოში მიმდინარე პროცესებიდან ან განახლებადი ორგანული ესურსებიდან და ტექნიკური გამოყენებისთვის მიწოდება. განახლებადი ენერგია მიიღება ბუნებრივი რესურსებიდან, როგორიცაა მზის სხივები, წყლისნაკადები, ქარი, მოქცევები და გეოთერმული სითბო, რომლებიც განახლებადია (ბუნებრივად ივსება), ასევე ბიოსაწვავისგან: ხე, მცენარეული ზეთი, ეთანოლი. მკაცრად ფიზიკური გაგებით, ენერგია არ განახლდება, არამედ მუდმივად ამოიღება ზემოაღნიშნული წყაროებიდან. მზის ენერგიისგან, რომელიც დედამიწაზე მოდის, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გარდაიქმნება ენერგიის სხვა ფორმებად და მისი უმეტესი ნაწილი ვრცელდება კოსმოსში. მუდმივი პროცესების გამოყენებას უპირისპირდება წიაღისეული ენერგომატარებლების მოპოვება, როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი ან ტორფი. ფართო გაგებით, ისინი ასევე განახლებადია, მაგრამ არა ადამიანის განზომილებით, რადგან მათ ფორმირებას ასობით მილიონი წელი სჭირდება და მათი გამოყენება ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს. წიაღისეული საწვავებიდან, რომლებზეც ამჟამად მავნე ნივთიერებათა ემისიების ლომის წილი მოდის, ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლას საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია კლიმატის კრიზისის დასაძლევად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9