&
K R

ეგ ედ ევ ეკ ელ ემ ენ ერ ეფ ექ
ექს ექტ

ექტოპარაზიტები

(ძველი ბერძნული ἔκτος - გარე და παράσιτος - პარაზიტი) - პარაზიტები, რომლებიც ცხოვრობენ სხეულის ზედაპირზე და ცხოველებისა და ადამიანების გარე ორგანოებზე. არსებობს დროებითი და მუდმივი პარაზიტები. ყველა მათგანი აღჭურვილია სხვადასხვა მიმაგრების ორგანოებით - კლანჭებით, კაუჭებით, საწოვებით და სხვა. ექტოპარაზიტების მაგალითებია, სისხლის მწოველი ართროპოდები, კოღოები, ტილები და ტკიპები. ექტოპარაზიტები ხშირად არიან ინფექციური დაავადებების მატარებლები, როგორიცაა ჭირი, მალარია და ლაიმის დაავადება. პარაზიტებს, რომლებიც ცხოვრობენ შინაგან ორგანოებში ენდოპარაზიტები ეწოდება.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9