&
K R

ვა ვე ვი ვუ
ვალ

ვალენტობა ეკოლოგიური

ეკოლოგიური პლასტიურობა ან ეკოლოგიური ტოლერანტობა -ორგანიზმის უნარი არსებობდეს ეკოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობების გარკვეულ დიაპაზონში. ამ დიაპაზონს თავად გარემოს ამპლიტუდას უწოდებენ. პლასტიურობა განისაზღვრება რეაქციის სიჩქარით. გარკვეული ფაქტორების მიმართებით, ეკოლოგიური ვალენტობის დიაპაზონის სიდიდის აღსანიშნავად გამოიყენება თავსართი ევრი - "ფართო" და სტენო - „ვიწრო“. ფართო ვალენტობის მქონე სახეობებს ევრიბიონტებს უწოდებენ. მათ აქვთ სხვადასხვა პირობების მქონე სამოსახლო ადგილის დასახლების შესაძლებლობა. ფაქტორების მოქმედების ვიწრო დიაპაზონში მცხოვრებ სახეობებს სტენობიონტები ეწოდება. მათი ბინადრობის ადგილის ათვისების უნარი მნიშვნელოვნად შეზღუდულია. უნდა გვახსოვდეს, რომ სახეობა შეიძლება იყოს, მაგალითად, სტენობიონტი ერთ ფაქტორში და ევრიბიონტი - სხვაში და პირიქით. მაგალითად, ადამიანი არის ევრიბიონტი ჰაერის ტემპერატურის მიმართებით, მაგრამ მასში ჟანგბადის შემცველობის თვალსააზრისით არის სტენობიონტი.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9