Hg (ლათ. Hydrargyrum) - პერიოდული სისტემის II ჯგუფის ქიმიური ელემენტი. ერთ - ერთი ყველაზე ტოქსიკური მძიმე ლითონი. იგი ნიადაგსა და წყალში შედის: მთის ქანების გამოტუტვისა და ორგანიზმების დაშლის შედეგად, რომლებიც აგროვებენ ვერცხლისწყალს ცხოველმოქმედების პროცესში; საღებავების, პესტიციდების, ფეთქებადი მასალების, უმინოფორების და ასე შემდეგ. საწარმოთა ჩამდინარე წყლებითან ერთად. Hg– ის ტოქსიურობა ასოცირდება ადამიანის ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევასთან, ცვლილებებთან ლორწოვან გარსში, სისხლში და ასე შემდეგ. წყლის ობიექტებში მოხვედრისას, რთული ბიოქიმიური პროცესების შედეგად, ბუნებრივი მეტალური ვერცხლისწყალი იქცევა ძლიერ ტოქსიკურ ნაერთებებად, რომლებიც გროვდება ტროფიკულ ჯაჭვებში (მაგალითად, ფიტოპლანქტონი - ზოოპლანქტონი - თევზი - ადამიანი). ვერცხლისწყალი და მისი შენაერთები გამოიყენება ტექნიკაში, ქიმიურ მრეწველობაში, მედიცინაში. ვერცხლისწყლის ბევრი ორგანული ნაერთი გამოიყენება როგორც პესტიციდი და მცენარეთა თესლების დასამუშავებლად.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.