(ლათინური video - სანახავი, ბერძნული οικος და λόγος - ეკოლოგია) - ეკოლგიის განხრა, რომელიც შეისწავლის ადამიანის მიერ ხილული გარემოს გავლენას მის შეგრძნებაზე. ვიდეოეკოლოგიის მიზნებია - ადამიანის მიერ ხილული არეალის შეფასების კრიტერიუმებისა და ქალაქის გარემოს (არქიტექტურა, ფასადების გაფორმება, რეკლამა, რეკრეაციული ადგილები), ინტერიერებისა და სამუშაო ადგილების მხედველობითი აღქმის ხელსაყრელი ელემენტების შესაქმნელად კონკრეტული რეკომენდაციების დამუშავება. ცოდნის სფერო ხილულ გარემოსთან ადამიანის ურთიერთქმედების შესახებ. ტერმინი შემოიღო 1989 წელს რუსმა ფიზიოლოგმა ვ. ა. ფილინმა (რუსული Филин Василий Антонович, 1933 - 2008), რომელიც არის ვიდეოეკოლოგიის მეცნიერების ფუძემდებელი. ვიზუალური გარემოს "დამაბინძურებლები" არის ჰომოგენური (ბერძ. ὁμός - ტოლი, მსგავსი; ბერნული. γένω - დაბადება) ("შიშველი" ზედაპირები) და აგრესიული (ზედაპირები, რომლებიც შეიცავენ ბევრ იდენტურ, თანაბრად განაწილებულ ხილულ ელემენტებს) ვიზუალური ველები, და, ასევე, დიდი რაოდენობის სწორი ხაზები, სწორი კუთხეები, დიდი ზომის სტატიკური ზედაპირები ღარიბი ფერთა გამებით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.