&
K R

ვა ვე ვი ვუ
ვიდ ვიზ ვირ ვიტ

ვიზუალური დაბინძურება

არის ყველაფერი, რაც ხელს უშლის ჩვენს გარშემო სივრცის ვიზუალიზაციას და ლანდშაფტის ესთეტიკურ შეფასებას, ვიზუალური ინფორმაციის ადაჭარბების გამო, იქნება ეს გრაფიკული, არქიტექტურული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ასე შემდეგ. ვიზუალური დაბინძურება წარმოიქმნება ადამიანის გარემოში ჩარევის შედეგად. ვიზუალური დაბინძურება - შედარებით ახალი ცნებაა საერთაშორისო ლიტერატურაში და, როგორც ასეთი, ინტენსიური დებატების საგანია. როგორც წესი, ეს არის უწესრიგობის კუმულაციური ეფექტი და ლანდშაფტში სხვადასხვა ობიექტებისა და გრაფიკის სიჭარბე. აბინძურებენ არაბუნებრივი ელემენტები, რომლებიც ადამიანმა მოათავსა გარემოში უწესრიგო, განცალკევებული, გადაჭარბებული და ვიზუალურად აგრესიული ფორმით, რითაც ვიზუალური ინფორმაციის დამუშავებისა და ათვისების შესაძლებლობების გადაჭარბება ხდება. ამ ელემენტებს შორის შეგვიძლია აღვნიშნოთ: ბილბორდები, პროპაგანდისტული პლაკატები, ანტენები, ელექტროენერგიის და სადენების კოშკები, ზედმეტი ნიშნები, ბუხრები, ბოძები, ვანდალური გრაფიტი, დაგროვილი ნაგავი და ასე შემდეგ. ვიზუალური დაბინძურების ზემოქმედება მოიცავს ყურადღების გაფანტვას, თვალის დაძაბვას, აზრთა მრავალფეროვნების შემცირებას და იდენტობის დაკარგვას. ასევე ნაჩვენებია, რომ ის ზრდის ბიოლოგიურ რეაქციას სტრესზე და არღვევს წონასწორობის გრძნობას.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9