ეროვნული ეკონომიკის რეალური და შესაძლო ზარალი, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი გარემოს დაბინძურებასთან. შეიცავს პირდაპირ და ირიბ ზემოქმედებას, აგრეთვე დამატებით ხარჯებს დაბინძურების უარყოფითი შედეგების ასანაზღაურებლად; დანაკარგებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუარესებასთან, საქმიანობის სამუშაო პერიოდისა და ადამიანების ცხოვრების შემცირებასთან. დამაბინძურებლების გაფრქვევები ხელს უწყობს აღჭურვილობისა და სამშენებლო კონსტრუქციების კოროზიას, ზარალის მომტანია ეკონომიკური საქმიანობისთვის მომიჯნავე სფეროებში. ენერგიის წარმოება განაპრობებს ძირითად შენატანს გლობალურ ანთროპოგენურ ზემოქმედებაში ბუნებრივ გარემოზე. უმეტეს შემთხვევაში, ეს ზემოქმედება ხასიათდება, როგორც ქიმიური ნივთიერებების (მეთანი, ტყვია,კადმიუმი, ვერცხლისწყალი და ასე შემდეგ) ნაკადის ბუნებრივი დონის ცვლილება ბუნებრივ გარემოში.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.