&
K R

ზე ზი ზო ზღ
ზია

ზიანი ეკოლოგიური

ეკოლოგიურ და ფულად ერთეულებში გამოსახული საზოგადოების არაეკონომიკური ზარალი, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა ბუნებრივი გარემოს ოპტიმალური მდგომარეობის პირობებში, საიდანაც ის ტექნოგენური ზემოქმედების შედეგად იქნა გამოყვანილი. ამრიგად, კოლოგიური ზიანი კომპლექსური ღირებულებაა და მოიცავს იმ ზარალს, რომელსაც განიცდიან ცალკეული სახის რეციპიენტები ბუნებრივი გარემოს სხვადასხვა მდგენელის - საჰაერო აუზის, წყლების, ნიადაგებისა და ტყის ეკოსისტემების და სხვა დაბინძურების შედეგად. ეკოლოგიური, ეკონომიკური ან სოციალური ფაქტობრივი დანაკარგები,რომლებიც წარმოიქმნებიან ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის, სტიქიური უბედურებების და კატასტროფების გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის შედეგად. ზიანი ვლინდება ეროვნულ ეკონომიკაში ბუნებრივი, შრომითი, მატერიალური, ფინანსური რესურსების დანაკარგების სახით და აგრეთვე, მოსახლეობის ცხოვრების სოციალურ - ჰიგიენური პირობების გაუარესების სახით.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9