გარემოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ღირებულების (ან ღირებული მხოლოდ ეკოლოგიის, სოციალური მეცნიერებათა და ეკონომიკის თვალსაზრისით) ხელოვნური ცვლილება: არ არსებობს ადამიანის გარემოზე მიყენებული ზიანის საზომი უნივერსალური ერთეული; ადამიანის გარემოს დაზიანების ქვედა სოციალურ ზღვარს წარმოადგენს მინიმუმ ერთი ადამიანის დისკომფორტი, რაც ხელს უშლის მის ჩვეულებრივ საქმიანობას ან არღვევს მის სიმშვიდეს; ეკონომიკურად იგივე ბარიერი - მინიმუმ ერთი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტის განადგურება ან ფუნქციონირების დაბრკოლება (მასალების კოროზია, მცენარეთა ზრდის შემცირება, შრომის ნაყოფიერების შემცირება და ასე შემდეგ). ყველა შემთხვევაში, ადამიანის გარემოზე მიყენებული ზიანი განიხილება განსაზღვრული ვადების ფარგლებში (შეიძლება ის არ იყოს შესამჩნევი მოკლე პერიოდში და კატასტროფულიც კი გახდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში).
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.