&
K R

ზე ზი ზო ზღ
ზომ ზონ ზოო

ზომიერი სარტყლები

პლანეტის რეგიონის ზოგადი სახელწოდებაა, რომელიც ვრცელდება 40-70° ჩრდილოეთ განედსა და 40-55° სამხრეთის განედს შორის (ჩრდილოეთური ზომიერი სარტყელი და სამხრეთული ზომიერი სარტყელი, შესაბამისად). ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში ჭარბობს ხმელეთი (დაახლოებით 55%), სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერი სარტყლის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 98%) ოკეანეს უჭირავს. ზომიერ სარტყლებში მკვეთრადაა გამოსახული სითბური რეჟიმის სეზონურობა, ხანგრძლივი ცივი ზამთარი. დედამიწის ზედაპირი ზომიერ სარტყელში წლის განმავლობაში იღებს 290-340-იდან 580-670 - მდე კჯ/სმ2 (70 - 80 - იდან 140 – 160 - მდე კკალ/სმ2 ) მზის სითბოს. აქ მთელი წლის განმავლობაში გაბატონებულია დასავლეთური გადატანა, რაც ციკლონურ მოქმედებასთან ერთად ხელს უწყობს თბილი და ცივი ჰაერის მასების ინტენსიურ ცვლას და ტენის გადაადგილებას ოკეანიდან ხმელეთზე.
Source: გუნია, გარი. ეკოლოგიის საფუძვლების ტერმინების განმარტებითი გლოსარიუმი: დედამიწისა და გარემოს შემსწავლელ მეცნიერებათა დარგში = Explanatgory Glossary of Terms on Basics of Ecology: In the field of sciences about Earth and Ennvironment: [სახელმძღვანელო] / გარი გუნია; რედაქტორი თენგიზ ცინცაძე; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2024.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9